ორიგინალი

ამერიკული

შეუკეთებელი

100%-ით გამართული

რა არის ფლაგინი?

ფლაგ-ინი Finlex Electronics-ის ბრენდია, რომელიც ადამიანებს იდეალურ მდგომარეობაში მყოფ მეორეულ ტექნიკას აწვდის. ფლაგ-ინის დახმარებით ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ყველაზე მომგებიანი და ღირებული გადაწყვეტილება – შეიძინონ უკვე გამოცდილი და ქარხნული წუნისგან მაქსიმალურად დაზღვეული ორიგინალი ტექნიკა ყველაზე ხელსაყრელი შეთავაზებით.

როგორ მუშაობს?

ფლაგ-ინის სპეციალური წარმომადგენლები აშშ-ში საგულდაგულოდ არჩევენ, დეტალურად ამოწმებენ და საქართველოში აგზავნიან პროდუქციას.

თბილისში ჩამოტანის შემდეგ ტექნიკა გადის ხარისხის საბოლოო კონტროლს და მხოლოდ ამის შემდეგ თავსდება ფლაგ-ინის ყუთებში. საბოლოოდ კი ბევრად ნაკლები დანახარჯით ადამიანების ხელში A კატეგორიის ვიზუალურად თუ პროგრამულად 100%-ით გამართული, შეუკეთებელი და იდეალურ მდგომარეობაში მყოფი ორიგინალი მოწყობილობები ხვდება.

ბრენდ მაღაზია

ფლაგ-ინის ბრენდ მაღაზია თბილისში, ი. ჭავჭავაძის #19–ში, მდებარეობს. ბრენდ მაღაზიაში ტექნიკასთან ერთად დამატებით სერვისებსაც დაგახვედრებთ – იქნება ეს ეკრანის შეცვლა, ეკრანის დამცავის დაყენება თუ სხვა.

ეკომეგობრულობა

ფლაგ-ინი ეკომეგობრული ბრენდია და მასთან ერთად ეკოლოგიაზე ზრუნვაც უფრო მარტივია. თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ტექნიკა. შესაბამისად, ელექტრონული მოწყობილობების წარმოება და გამოყენება დღითიდღე უფრო და უფრო იზრდება. გარემოს დაბინძურების დიდი წილიც სწორედ „ელექტრონულ ნარჩენებზე“ მოდის.

უმაღლესი ხარისხის ტექნიკის ხელმეორე გამოყენება კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და, ამავდროულად, მარტივი გზაა უკეთესი ეკოლოგიური გარემოს შესაქმნელად.

განვადება

შეიძინე TBC-ისა და "საქართველოს ბანკის" განვადებით

გარანტია

ჩვენს ტექნიკაზე "ელიტსერვისის" 1-წლიანი გარანტია მოქმედებს

მიწოდება

მიიღე პროდუქტი სასურველ მისამართზე მთელი საქართველოს მასშტაბით

© 2020 finlex.ge ყველა უფლება დაცულია.